
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, მხატვრული კითხვის საათი მოეწყო. მოსწავლეებმა სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებები, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე როგორც მოსწავლეთა ასევე პედაგოგთათვის ემოციური, დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო.
„მადლობა მათ აქტიურობისთვის! მადლობა მასწავლებლებს გაწეული დახმარებისათვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: