„ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს პროფესიის არჩევაში“ - ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტის ფარგლებში, ინდმეწარმეს შეხვდნენ
22-12-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

პროექტის -„ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს პროფესიის არჩევაში“, ფარგლებში, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, მასწავლებლის - ნარი კუნჭულიას ხელმძღვანელობით, სოფელ ხიდისთავში „სკიჯის სახლში“ იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეები, ინდმეწარმესა და დამფუძნებელს - დაკა ბერძენიშვილს შეხვდნენ, რომელმაც დიდი სიხარულით უმასპინძლა მათ. 

მოსწავლეებმა, დაათვალიერეს გურული ოდა, სადაც განლაგებულია ჩირის სახმობი აპარატი, მასპინძელმა, მოსწავლეებს skijis სახლის ისტორიაზე მოუყვა, თუ როგორ შექმნა ყველაფერი ეს, როგორ დაეხმარა სახელმწიფო აწარმოე საქართველოსა და სამოქალაქო განათლების პროგრამით. 

სკოლაში, მადლობას უხდიან მასპინძელს საუკეთესო დახვედრისთვის. 

„მადლობას ვუხდით ქალბატონ დაკას და მის თანამშრომლებს, რომლებიც გვესაუბრნენ თუ როგორ უნდა ავირჩიოთ მომავალში ჩვენი პროფესიები“, - აღნიშნავენ მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203