
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.
5 დეკემბერს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს მოხალისეთა საერთაშორისო დღე.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს და ხეებზე ფრინველებისთვის სახლები განათავსეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მიზნად ისახავს მოსწავლეებში მოხალისეობრივი კულტურის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებას, მოხალისეობის პოპულარიზაციასა და მოხალისეობრივ საქმიანობაში მოსწავლეების ჩართულობის გაზრდას.