
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგის - სოფიო ბერიძის ხელმძღვანელობით თემაზე - „გენდერული თანასწორობა საქართველოსა და მსოლიოში“ ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც ჩართული იყვნენ მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები.
მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოამზადეს პრეზენტაცია და კლასში სლაიდების სახით წარადგინეს. მათ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და პრობლემის შესახებ იმსჯელეს.
გაკვეთილზე მიწვეულნი იყვნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ თავმჯდომარე და სხვა წევრები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიწვეულმა სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მოსწავლე - მასწავლებლებთან მორიგი შეხვედრა გამართონ მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად.
სკოლა მათ სტუმრობისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: