აჭყვას საჯარო სკოლაში სადიაგნოსტიკო შეფასებების კვირეული ტარდება
22-12-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში სასკოლო-სასწავლო გეგმის შესაბამისად VIII-XI კლასებში მიმდინარეობს სადიაგნოსტიკო წერების კვირეული.

კვირეული ტარდება ყოველი სასწავლო წლის დეკემბერში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წერის მიზანს წარმოადგენს აღნიშნულ კლასებში ცალკეულ საგანში სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგი, შეფასება და სტრატეგიული დაგეგმვა.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203