
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მეთერტმეტე კლასში ფიზიკის მასწავლებლის - ოღიდარ მარიკიანის ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი, რომლის თემა იყო - რხივები და ტალღები.
პედაგოგმა მოწაფეები საინტერესო შემეცნებით აქტივობებში ჩართო.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე შემოქმედებითი პროდუქტი - პოსტერი შექმნეს, ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: