წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ფეხბურთის ტურნირში
22-12-2023

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. 21 დეკემბერს წყალტუბოში, ზურა ტეხოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა ფეხბურთში. მასში 2008-2009 წლებში დაბადებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ყველა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და ტურნირის გამარჯვებული გახდა წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის გუნდი.

გამარჯვებული გუნდი ასპარეზობას გააგრძელებს რეგიონალურ ტურნირში.

„ჩვენმა ფეხბურთელებმა მოიტანეს 17 და გაუშვეს მხოლოდ 1 გოლი“, - გვიყვებიან სკოლაში.

8 გოლით საუკეთესო ბომბარდირი მათე ჭულუხაძე გახდა.

ტურნირი დასრულდა შედეგებით :

N2 სკოლა - სოფელ წყალტუბოს სკოლა 6-0;

N2 სკოლა - სკოლა „ოცნება“ 5-0;

N2 სკოლა - გეგუთის სკოლა 4-1.

ფინალში ერთმანეთს წყალტუბოს N2 სკოლისა და ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის გუნდები დაუპრისპირდნენ. მათი შეხვედრა  2-0-ით, წყალტუბოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეიბრებები მოსწავლეთა მოტივაციასა და სპორტის მიმართ სიყვარულს ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203