
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგები შედეგზე ორიენტირებულები, მიზანდასახულები და წარმატებულები არიან, მათ შორისა კი, სპორტის მასწავლებელი დავით ონიაშვილია.
სკოლა დიდი სიამაყით გვამცნობს, რომ პედაგოგი ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსის შედეგად აღიარებულია, როგორც „წლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი“.
სკოლაში, პედაგოგს სიხარულით ულოცავენ მიღწეულ წარმატებას, მას წინსვლასა და საინტერესო პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
„გილოცავთ, დავით და გისურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: