„საახალწლო ტანგრამები“ - საინტერესო კონკურსი კუხის საჯარო სკოლაში
22-12-2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის საზეიმო განწყობის შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, მათემატიკის მასწავლებლის, შორენა მოსინავას, ხელმძღვანელობითა და დირექციის თანადგომით VI კლასში „საახალწლო ტანგრამების“ კონკურსი მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წარმოდგენილი ნამუშევრები გამოფინეს სკოლის დერეფანში და მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

კონკურსის ბოლოს კი, გამარჯვებული და მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:   

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203