
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, განახორციელეს პროექტი სახელწოდებით -„ერთად ვიზრუნოთ გარემოზე - ჩვენც დედამიწის შვილები ვართ“.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა სოფელში, კონკრეტულ ლოკაციებზე გარემოსდაცვითი თემატიკის ბანერები განათავსეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს, ასევე, მოეწყო დასუფთავების აქცია-პერფორმანსი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ასევე გლობალური ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღების ხელშეწყობა.
აქტივობა განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.
იხილეთ ფოტოები: