„ჩვენ გვიყვარს სპორტი“ - ნახშირღელის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
22-12-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სხვადასხვა სახის საინტერესო და მარავალეროვანი პროექტი ტარდება.

ერთ-ერთი ასეთი პროექტი V კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ჩვენ გვიყვარს სპორტი“ განახორციელეს, რომელსაც სპორტის მასწავლებელი შორენა მუმლაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეები პროექტის ფარგლებში გაეცნენ სპორტის სხვადასხვა სახეობას, მასწავლებლის დახმარებით მოიძიეს და დაამუშავეს თემები მის წარმოშობასა და განვითარებაზე, წარმატებულ სპორტსმენებზე.

თემის უკეთ გაგებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა მოინახულეს ქუთაისის ზურაბ ჯავახაძის სახელობის სპორტის მუზეუმი, გაეცნენ წარმატებულ ქართველ სპორტსმენთა მოღვაწეობასა და მიღწევებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

მათ ასევე დაათვალიერეს სხვადასხვა სპორტული ნივთები, თასები, მედლები და როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღფრთოვანებული დარჩნენ.

„მუზეუმის ადმინისტრაციისგან საჩუქრად წიგნებიც დაიმსახურეს. შინ დაბრუნებულებმა დაწერეს შთაბეჭდილება, შექმნეს კედლის გაზეთი და კვლავ გამოთქვეს სურვილი მსგავს სახალისო და საინტერესო პროექტებში მონაწილეობის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203