
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას ზეიმობენ
მოსწავლეებმა ტაეკვანდოში, საქართველოს ჩემპიონატზე, მიაღწიეს ბრწყინვალე წარმატებას.
ერთი პირველი ადგილი და 2 ვერცხლის მედალი ასეთია მოსწავლეთა შედეგი. საქართველოს ჩემპიონი გახდა გიორგი ანჯაფარიძე, ვერცხლის მედლები კი, ხატი გაგუამ და ბექა გადილიამ დაიმსახურეს.
ჩემპიონატი თბილისში, 15-17 დეკემბერს ჩატარდა.
მოსწავლეთა მწვრთნელები ირაკლი წულაია და ელვარე არჩვაძე არიან.
სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ, მათი მიღწევა განსაკუთრებით სასიხარულოა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის - გიორგი ანჯაფარიძისთვის.
იხილეთ ფოტო- ვიდეომასალა: