ტყიბულის N6 სკოლის ეკოკლუბი  - „21-ე საუკუნე“ გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში, აქტიურ საქმიანობას ეწევა
20-12-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

მიმდინარე სასწავლო წელს, ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგ ცისანა ქოქოსაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ეკოკლუბი „21-ე საუკუნე“, რომელშიც გაერთიანდნენ VII, VIII და X კლასის მოსწავლეები.

კლუბი აქტიურად ჩაერთო მასშტაბურ გარემოსდაცვით პროექტში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, კლუბი მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით, დიდი პასუხისმგებლობით ცდილობს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის წევრებმა უკვე ბევრი აქტივობა განახორციელეს. მათ შორის ესტუმრნენ ჰიდროელექტროსადგურს, სახანძროს, აფთიაქს, წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზანთან მიმართებით.

სასწავლო წლის დასაწყისში იზრუნეს სკოლის ეზოს დასუფთავებასა და იქ არსებული ნერგების გასხვლაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203