
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში დიდი საახალწლო ჟრიამულია.
სკოლაში, 21 დეკემბერს, მოეწყო კონკურსი, სადაც კლასები ერთმანეთს ხელნაკეთი ნაძვის ხეებისა და საკლასო ოთახების საახალწლოდ მორთვაში შეეჯიბრნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსში მონაწილეობდნენ სკოლის მე-5 - მე-12 კლასების მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ მონაწილე კლასები შეაფასა, სოფელ ჩივთქილისისა და ოზნის საჯარო სკოლების მასწავლებლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა, ხაჩკოვის საჯარო სკოლის, ქართული ენის მასწავლებელი თინათინ ლარცულიანი.
სკოლაში, დიდი მადლობას უხდიან მიწვეულ ჟიურის წევრებს, ყველა მოსწავლესა და პედაგოგს, კონკურსში მონაწილეობისთვის.
იხილეთ ფოტოები: