შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში
22-12-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობით საახალწლო ღონისძება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და ჟრიამულით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა, მრავალფეროვნად მორთულ სცენაზე, კოსტიუმებში გამოწყობილებმა შთამბეჭდავი ნომრები შეასრულეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები დადგეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი, უფროსი სპეციალისტი მარეხი გიორგაძე, ქალაქის მერიის წარმომადგენელი გია ბასილაძე და მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულის თავმჯდომარე ნანა მეგრელიშვილი. 

„საყვარელი ბავშვების, საპატივცემულო სტუმრების, მშობლების, პედაგოგებისა და ყველა ჩვენგანის გული სითბოთი, ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით ივსებოდა. საპატიო სტუმრები აღფრთოვანებას არ ფარავდნენ ბავშვების ნიჭიერებაზე“, - ასე აფასებენ საახალწლო ზეიმს სკოლაში. 

დღის ბოლოს, კი ყველამ ერთად, საუკეთესო სურვილებით, სრულიად საქართველოს მიულოცა დამდეგი ახალი წელი. 

„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ბარაქას, სითბოს და სიყვარულს!

ყოველი ადამიანი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება ახალ წელს. მოლოდინით ცვლილებებისა უკეთესობისკენ, მოლოდინით, რომ დადგა სურვილების ასრულების და მიზნების განხორციელების დრო.

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203