„ერთად ყველაფერს შევძლებთ!“ - გურძემის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი წარმატებით მუშაობს
22-12-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს სამოქალაქო განათლების კლუბი „ლეგიტიმურობა “, რომლის წევრები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში არიან ჩართულნი. 

კლუბის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების სერტიფიცირებული მასწავლებელი კახა ჯგერენაია გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. 

კლუბს აქვს დებულება, ლოგო და სლოგანი. კლუბის სლოგანია - „ერთად ყველაფერს შევძლებთ!“.

კლუბის წევრები -  VII-VIII-IX-X-XI კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც ხელმძღვანელთან ერთად აქტიურ სამოქალაქო საქმიანობას ეწევიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203