„საგანმანათლებლო ბანაკი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის“- ჯალაბაშვილებისა და პარტნიორი სკოლის თანამშრომლობით განხორციელებული საინტერესო პროექტი
21-12-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილებისა და გეგელიძეებისა საჯარო სკოლების პროფესიული თანამშრომლობით პროექტი - „საგანმანათლებლო ბანაკი მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის“ განხორციელდა.

ზემოთ აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტი გულისხმობდა თითოეულ მონაწილე მოსწავლესა და მასწავლებელზე მორგებულ საგანმანათლებლო შეხვედრებს.

პროექტი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

ინგლისური ენის მასწავლებელი ოქრო დავითაძე ორივე სკოლის დირექციას პროექტის განხორციელებისას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

„მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის განხორციელების პროცესი დაკავშირებული იყო დიდ შრომასთან და სკოლებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობასთან. მიხარია, რომ მასწავლებლებს გვაქვს მხარდაჭერა საინტერესო/ინოვაციური იდეებისთვის სკოლებისგან - მადლობა ჯალაბაშვილებისა და გეგელიძეების საჯარო სკოლებს ამისათვის.

დეკემბრის ბოლო კვირას გვაქვს საგანმანათლებლო შეხვედრა, სადაც შევაჯამებთ პროექტს და გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას მასწავლებლებს“,- აღნიშნავს ინგლისური ენის მასწავლებელი ოქრო დავითაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203