
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, გურძემის საჯარო სკოლაში, სპორტის მასწავლებლის - კახა ჯგერენაიას ხელმძღვანელობითა და დირექციის მხარდაჭერით, ჩატარდა სასკოლო სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“, რომელშიც როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
თამაში საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.
მოსწავლეებში, ასაკობრივ ჯგუფებს შორის გამარჯვებულები გახდნენ:
I-II კლასები გოგონები - მეგი ცაგურია.
ვაჟები - ანდრია ჯანჯღავა.
III- IV-V-VI კლასები გოგონები - ქეთი მდინარაძე
ვაჟები- გივი ჯგერენაია
VII-VIII-IX-X კლასები გოგონები - მარიამ კვარაცხელია
ვაჟები - გია ჯგერენაია.
მასწავლებელ ქალებში გამარჯვებულია - ნათია ნანავა.
მასწავლებელ მამაკაცებში გამარჯვებულია - კახა ჯგერენაია.
იხილეთ ფოტოები: