
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში თემაზე - „არა თამბაქოს!“ პროექტი განხორციელდა.
პროექტზე მე-6 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს და დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი.
მოსწავლეებმა თამბაქოს მოხმარების დამღუპველ შედეგებზე ისაუბრეს მოიძიეს ინფორმაცია თუ რა ზიანი მოაქვს მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის და გზავნილით - „არა თამბაქოს!“ პლაკატები დაამზადეს.
იხილეთ ფოტოები: