ახალშენის N2 სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა - „სამაიამ“ ფესტივალში I ადგილი მოიპოვა
21-12-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამაია“, რომლის წევრებიც დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან ცეკვებს, ქორეოგრაფიის ისტორიას, ტრადიციებს. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.

ახლახან, სკოლაში არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მონაწილეობა  მიიღო ფესტივალში - „ ზამთრის ზღაპარი“, სადაც მოიპოვა I ადგილი.

ანსამბლის წევრები დამსახურებული დიპლომებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ანსამბლის ქორეოგრაფი მაია დარჩიძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203