
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა თუ აქტივობაში ხალისით და აქტიურად არიან ჩართულნი.
19 დეკემბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული მუნიციპალური თამაშები - ფრენბურთში. შეჯიბრში მონაწილეობდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაქირის და მაღაროს საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები.
მოსწავლეები შეჯიბრში დიდი ენთუზიაზმით ჩაებნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: