პირველი ავტორიზებული სკოლა ლეჩხუმში - ოყურეშის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა
21-12-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლამ სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა. 

სკოლას ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს. 

„პირველი ავტორიზებული სკოლა ლეჩხუმში, ხალი გამოწვევებით, ოყურეშის საჯარო სკოლაა. ამას დიდი სიამაყით ვაცხადებ. ეს დიდი პრესტიჟია, ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა... ბევრი ვიშრომეთ, ასჯერ მეტს გავაკეთებთ, რომ გავამართლოთ განათლების სამინისტროს, ხარისხის მართვის სამსახურის, ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტთა ჯგუფის ნდობა. პასუხისმგებლობა, საქმისადმი სიყვარული ყველა ახალ გამოწვევას წარმატებით დაგვაძლევინებს ჩემო მასწავლებლებო და საყვარელო აღსაზრდელებო“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ქეთევან მურცხვალაძე. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203