„ჩემი ხელით შექმნილი ნაძვის ხე​“- საინტერესო შემოქმედებითი კონკურსი ბეკამის საჯარო სკოლაში 
21-12-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, სკოლაში მოეწყო თემატური კონკურსი, რომელმაც მოსწავლე-მასწავლებელთა სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო აამაღა. 

20 იანვარს, ბეკამის საჯარო სკოლაში ხელოვნების პედაგოგ თამარ ქუშაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა კონკურსი - „ჩემი ხელით შექმნილი ნაძვის ხე“.

საკონკურსოდ მოსწავლეთა შექმნილი ხელოვნური ნაძვის ხეები გამოიფინა. საუკეთესო ნაძვის ხის შემქმნელები დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203