ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულია 
21-12-2023

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ. 

მოსწავლეებმა ამჯერად ინტელექტუალურ თამაშში ასახელეს სკოლა. 

ახალხან, სამთავრობო ორგანიზაცია European union in Georgia-ს ეგიდით ჭიათურაში ჩატარდა პოპულარული თამაშის - „რა? სად? როდის?“ მუნიციპალური ტური. თამაშის თემა იყო ევროპა. 

მონაწილეობდა ჭიათურის სკოლების 16 გუნდი. ჭიათურის N2 საჯარო სკოლის გუნდმა - „ბროლის ბუმ“ პირველი ადგილი და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებული მოსწავლეები სამახსოვრო საჩუქრებით და პრიზებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203