
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურის მასწავლებელთან ერთად საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „ჩვენი მომავალი პროფესიები“ ჩაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე მოსწავლეთა მაქსიმალური აქტიურობა გამოიკვეთა. მერვეკლასელებმა ინგლისურ ენაზე ამომწურავად ისაუბრეს თავიანთ მომავალ პროფესიებსა და მათ მნიშვნელობაზე.
ბავშვებმა ასევე იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ პროფესიის არჩევისას და ერთმანეთს რჩევები მისცეს.
აქტივობა ძალიან საინტერესო და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები ბავშვებს პოფესიის სწორად არჩევაში ეხმარება.
იხილეთ ფოტოები: