
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, პედაგოგ ნინო ბურჯალიანის ხელმძღვანელობით სკოლაში, საინტერესო მათემატიკის გაკვეთილი ჩატარდა. მან მოსწავლეებთან ერთად მათემატიკური აქტივობა - „მხოლოდ ხარისხი!“ დაგეგმა, სადაც ბავშვებმა ცოდნა განიმტკიცეს - გაიხსენეს რას ნიშნავს მათემატიკაში „ხარისხი“ და ისაუბრეს მის თვისებებზე.
ბავშვებმა გაკვეთილზე ასევე საინტერესო, თემატური პლაკატები დაამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
პედაგოგი ნინო ბურჯალიანი თავის მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.
„წარმატებები ყველგან და ყოველთვის, ყოჩაღებო!“ , - აღნიშნავს პედაგოგი.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის განტმკიცებასა და წარმოჩენას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: