ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი, მათ საინტერესო ღონისძიებებსა თუ პროექტებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-2 და მე-4 კლასებში „კინოს დღე“ მოეწყო. მოსწავლეებმა წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად, საახალწლო ფილმებს უყურეს. ამ მხიარულ აქტივობას პედაგოგი - ნინო დვალიშვილი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, სასიამოვნო მოგონებები დააგროვეს და ახალი წლის შესახებ ისაუბრეს.
„ბავშვებმა ბევრი იხალისეს და იმხიარულეს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს