ბათუმის N8 საჯარო სკოლაში, თვითმმართველობის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში გაიმართა
21-12-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.
მოსწავლეებმა კონკურსში ღირსეულად იასპარეზეს, ერთმანეთს ტოლი არ დაუდეს, საბოლოოდ კი, პირველმა გუნდმა გაიმარჯვა. სკოლაში მათ ამ წარმატებას ულოცავენ და ამაყობენ.
აღსანიშნავია, რომ პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნავენ და არაერთ შედეგზე ორიენტირებულ ღონისძიებას მართავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს