„მისი მიღწევები ჩვენთვის საამაყოა“ - ბათუმის N8 სკოლის დირექცია და პედაგოგები ყოფილ მოსწავლეს - გიორგი ინაიშვილს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ
22-12-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე, განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავენ. 

სწორედ ეს განაპირობებს, რომ სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან. ნიჭიერი მოსწავლეა გიორგი ინაიშვილი, რომელიც ამჟამად სწავლას New school international school of Georgia-ში აგრძელებს. ის 2023 წლის გეოგრაფიის სასწავლო ეროვნულ ოლიმპიადაში აქტიურად ჯერ კიდევ მაშინ ჩაერთო, როცა ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სწავლობდა. ახლა კი ამავე სკოლაში, ოლიმპადაში მონაწილეობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სიგელი გადაეცა. 

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და უამრავ წარმატებას უსურვებენ.

„ამაყია სკოლა, გვიხარია, ულევი წარმატებები გიორგის. გიორგიმ უდიდესი შრომის შედეგად, მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება და ამჟამად, სწავლას აგრძელებს New school international school of Georgia-ში. 
ახალი სკოლის მიერ დაფინანსდა 20 მოსწავლე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ბელარუსი).
ამ მოსწავლეებმა მიიღეს სრული დაფინანსება საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ორწლიანი სადიპლომო პროგრამისთვის, მათ შორის საქართველოდან მხოლოდ 3-მა მოსწავლემ შეძლო ამ დაფინანსების მიღება.
ვულოცავთ მას ამ მონაპოვარს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ველოდებით. 
მისი მიღწევები ჩვენთვის საამაყოა“,- აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203