ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში წარმატებით იასპარეზა
21-12-2023

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ძალიან უყვართ მაგიდის ჩოგბურთის თამაში.

მწვრთნელი ჯაბა კვარაცხელია ძალ-ღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ ყველა ასაკის მოსწავლეს შეაყვაროს სპორტის ეს სახეობა.

ამ კვირაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, წალენჯიხის ტერენტი გრანელის სახელობის პარკში ჩატარდა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ვაჟთა კატეგორიაში, რომელშიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მეორე ადგილი დაიკავა ობუჯის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ - რუსლან კონჯარია, გიორგი და რეზიკო შარტავები, დავით მებონია და გიგი სონგულია.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203