
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მონიჭებას გამოეხმაურნენ.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - მარინა ინასარიძემ და კლუბის წევრებმა - ნ.ივანიძემ და ს.ოქრომელიძემ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე - საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.
ტრენინგს ესწრებოდნენ დირექცია პედაგოგები და მოსწავლეები.
ტრენინგი წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში და სასკოლო საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
იხილეთ ფოტოები: