ვეტერანი სპორტსმენის - მელანია დოლიძის პროექტით მინდვრის ჰოკეის ფესტივალი გაიმართა 
21-12-2023

ვეტერანი სპორტსმენი მელანია დოლიძე მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს უნერგავს და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ის ბათუმის სპორტულ ცენტრში მოღვაწეობს და თავის აღსაზრდელებთან ერთად დიდ წარმატებას აღწევს. მისი ხელმძღვანელობით არაერთი სპორტული ღონისძიება და შეჯიბრი იმართება.

ამჯერად, ბათუმის მერიის მხარდაჭერითა და სპორტული ცენტრის ორგანიზებით, სპორტული ცენტრის ბაზაზე, გაიმართა ფესტივალი მინდვრის ჰოკეიში გოგონებსა და ვაჟებში, რომელშიც მელანია დოლიძის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი „ბათუმის სპორტის ქალაქის“ ფარგლებში ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია, რომლის ავტორი მელანია დოლიძე გახლავთ.

ღონისძიებაში ადგილობრივი გუნდების გარდა რეგიონებიდან ჩამოსული გუნდებიც იყვნენ ჩართულნი.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი ადგილი ვაჟებში შემდეგმა ქალაქებმა დაიკავეს:

  • ქუთაისი
  • ბათუმი
  • აბაშა

გოგონებში:

  • აბაშა
  • ბათუმი
  • ქუთაისი

საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203