ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
21-12-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებული არაერთი საინტერესო, საგანმანათლებლო, საზეიმო თუ გასართობი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უანრების წარმოჩება-განვითარებას ემსახურება. 

შემოდგომის მიწურულს, ალერტკარის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ფოიეში მოაწყვეს ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“. 

ბავშვებმა ისაუბრეს წელიწადის ამ ბარაქიან და ლამაზ დროზე. წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს, ბევრი იმხიარულეს, ჩურჩხელები ამოავლეს და ემოციურად დატვირთულებმა გააცილეს შემოდგომა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები, რომლებსაც ძალიან მოეწონათ ბავშვების ნამუშევარი და მომავალშიც წარმატებები უსურვეს.

მე-4 კკლასის ხელმძღვანელი რადმილა აბსავა გახლავთ, ხელოვნების მასწავლებელი ნანა ესებუა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა - თინათინ ლაგვილავამ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203