
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მათი ჩართულობით საინტერესო აქტივობები ტარდება.
ამჯერად, სკოლის ბიბლიოთეკაში მასწავლებლის - ქეთევან ჩიქვანაიასა და ბავშვების ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე წარდგენილი იყო საახალწლო ნამუშევრები - ნახატები, რომლებმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ნახატებში ბავშვების შემოქმედებითი უნარები, შესანიშნავად იყო წარმოჩენილი რაც ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღინისძიებები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ვიდეო: