იანეულის საჯარო სკოლაში თემაზე - „ევროკავშირი“ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
21-12-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მონიჭებას გამოეხმაურნენ. 

სკოლაში თემაზე - ევროკავშირი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

მოსწავლეებმა ევროინტეგრაციის საკითხებზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მათ მიღწევებზე ისაუბრეს. 

სკოლაში ასევე, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება აღნიშნეს. 

სკოლაში ქვეყნის ევროპული მომავლისკენ გადადგმული ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახარებთ, მოსწავლე-მასწავლებლებმა ისტორიული მოვლენა ერთმანეთსა და მთელ საქართველოს მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203