ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
21-12-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, მათ სხვადასხვა სახის გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად,  IV კლასის მოსწავლეები, საგნის „მე და საზოგადოების“ საგაკვეთილო თემიდან გამომდინარე, დამრიგებელ ქეთინო დიაკონიძის ხელმძღვანელობით, მშობლებთან ერთად, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმს ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმი და გაეცნენ სხვადასხვა ექსპონატს. 

„მათი ყურადღება მიიქცია ეთნოგრაფიულ განყოფილებაში ხის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინისა და ქსოვილის მდიდარმა კოლექციებმა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მუზეუმში მიღებული შთაბეჭდილებები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ პროექტის, სახელწოდებით „მინი- მუზეუმი სკოლაში“, განხორციელებაში დაეხმარა.

მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და ინტერნეტით მოძიებული და შექმნილი მასალებით მოაწყვეს მინი მუზეუმი. მოირგეს გიდის როლი და ერთმანეთს სხვადასხვა მუზეუმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

პროექტის მიზანი მოსწავლეებში კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, პოპულარიზაცია იყო. 

„ასეთ ღონისძიებებზე მოსწავლეებს ცოდნის შეძენასთან ერთად სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ- ჩვევებიც უვითარდებათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ექსკურსია მოსწავლეთათვის დაუვიწყარი და საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203