ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ბიოლოგიის კაბინეტში, კლუბის - „ჩვენ და მედიცინა“ წევრთა საინტერესო შეხვედრა გაიმართა
21-12-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ბიოლოგიის კაბინეტში, კლუბის - „ჩვენ და მედიცინა“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ კლუბში მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები არიან გაწევრიანებული. ისინი კლუბის მიზნებსა და მათი ინტერესების გათვალისწინებით შექმნილ სამოქმედო გეგმას გაეცნენ. გარდა ამისა, დაგეგმეს სამომავლო აქტივობები, რომლებიც, ძირითადად, გლობალური დათბობის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და გარემოს დაბინძურების მიმდინარე უარყოფით შედეგებს ეხება, რაც, როგორც სკოლაში ამბობენ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითადი უფლებებით სარგებლობას, მათ შორის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის.
აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელი სოფიო გველესიანია.
„ჯანსაღი გარემოს უფლების ძირითად უფლებად აღიარების იდეა სულ უფრო და უფრო ძლიერდება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. კლუბი ასევე ჩაერთვება სასკოლო სასწავლო პროექტში - „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს,საცნობლად თავისადაო“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს