ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ კონკურსში 
21-12-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში, კონკურსებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, სადაც ცოდნის წარმოჩენის საშუალება ეძლევათ და წარმატებასაც აღწევენ. 

10 ნოემბერს, ხაიშის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები და წარმატებაც მოიპოვეს. კონკურსის შედეგად გამოვლინდა მეორე ეტაპზე გადასული სამი გუნდი.

26 ნოემბერს, ქალაქ ზუგდიდში გაიმართა კონკურსის მეორე ეტაპი. ინტელექტუალურ თამაშში სამივე გუნდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთო, შემდეგ ეტაპზე გადავიდა ორი გუნდი.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებს ყოველთვის მხარს უჭერენ, რაც მათ მოტივაციაზე აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203