„მივცურავთ ციფრებისკენ“ - მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო მათემატიკური კონკურსი ჩატარდა
21-12-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში, მათემატიკური კონკურსი „მივცურავთ ციფრებისკენ“ ჩატარდა, რომელსაც მათემატიკის მასწავლებელი გულნაზ ლექვინაძე ხელმძღვანელობდა. კონკურსში 16 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან მეორე ტურში 6 მოსწავლე გადავიდა.

მეორე ტურის შედეგების შეჯამების შემდეგ მოსწავლემ - ელენე კვერნაძემ გაიმარჯვა. მას მათემატიკაში წლის საუკეთესო მოსწავლის წოდება მიენიჭა და სიგელით, საჩუქრით დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203