მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი დეკორატორის ბაღი და სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს
21-12-2023

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესით, მოტივაციითა და ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, მე-9 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თამარ ბადაშვილი) ცნობილი მებაღე - დეკორატორის მიხეილ მამულაშვილის ბაღი და ახლადგახსნილი სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.

მოსწავლეები გაეცნენ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის - მიხეილ მამულაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, მოისმინეს ინფორმაცია მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატებისა და შეგროვილი კოლექციის შესახებ, ბოლოს კი ბაღიც დაათვალიერეს.

„ირგვლივ ისეთი სილამაზე სუფევდა , მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და , რაც მნიშვნელოვანია, გაჩნდა ინტერესი მებაღეობის პროფესიის შესწავლასთან დაკავშირებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მიხეილ მამულაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობისას მიღებული ინფორმაცია და შთაბეჭდილებები მოსწავლეებს დაეხმარება, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში , ასევე სასწავლო პროცესშიც.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203