
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროპელი თანატოლებისთვის ინგლისურენოვანი მისალოცი ბარათები დაამზადეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, 19 დეკემბერს, დიდი ჟრიამული და ხალისიანი დღე ქონდათ კლუბ „ბიოტექნოს“ წევრებს - ნორჩ, ახლადშემოერთებულ მოსწავლეებს.
სკოლის დირექტორის - თამარ კაპანაძის, სასწავლო ნაწილის გამგის - ირმა ყეინაშვილის და კლუბ „ბიოტექნოს“ ხელმძღვანელი პედაგოგის - ხათუნი ასანიძის ხელშეწყობით, მოსწავლეებმა პროექტის - „საახალწლო ბარათები“ ფარგლებში განახორციელეს შემოქმედებითი და საინტერესო აქტივობა.
პროექტი eTwinning-ის პორტალზე რამოდენიმე წელია ყოველ ახალ წელს მიმდინარეობს.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მოხატეს, გააფორმეს და დაამზადეს საახალწლო ბარათები, რომლებიც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დაიგზავნება ვარდისუბნის საჯარო სკოლასთან დამეგობრებულ ხუთი ქვეყანის სკოლასთან.
სკოლაში სკოლის დირექტორს პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.
„უღრმესი მადლობა სკოლის ხელმძღვანელს მასზედ რომ საქართველოს ფოსტით საახალწლო ბარათების გაგზავნა დაგვიფინანსა.
სკოლა სახალისო აქტივობის ამსახველ ფოტოებს გვიზიარებს: