წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
20-12-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წიგნის - „ბულინგის ფილოსოფია“ პრეზენტაცია მოეწყო. 

სკოლას წიგნის თანაავტორი იურისტი და ფილოსოფოსი, სამართლის მაგისტრი, ფილოსოფიურ მეცნიერებათ დოქტორანტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ლექტორი, თსუ-ს სამოქალაქო განათლების ლექტორი/ექსპერტი - ბექა ძოწენიძე სტუმრობდა, რომელმაც გასულ კვირას, სკოლას მისი თანაავტორობით გამოცემული სახელმძღვანელო წიგნი - „ბულინგის ფილოსოფია“ უსახსოვრა. 

ახლახან კი სკოლაში წიგნის პრეზენტაცია შედგა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სახელმძღვანელო გათვალისწინებულია სკოლის ფსიქოლოგებისთვის, სასკოლო ცხოვრებში ჩართული ყველა მხარისთვის, სამართალმცოდნეებისთვის, ფილოსოფოსებისთვის და მკითხველთა ფართო წრისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203