მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე რენესანსის ეპოქა გააცოცხლეს
20-12-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ახალხან, მუსხის საჯარო სკოლის IX-X კლასებში ჩატარდა ღონისძიება - „რენესანსის ეპოქა“. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე განიხილეს აღორძინების ხანის არქიტექტურა, ქანდაკება და მხატვრობა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ კლასის დამრიგებლები - ლალი ცუხიშვილი და დარეჯან მაისურაძე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ქართულ და ინგლისურ ენაზე წარიმართა. მოსწავლეებმა აღორძინების ხანის უდიდესი მოაზროვნეებზე, შემოქმედებზე ისაუბრეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა“,- გვეუბნებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს