
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს როგორც საკუთარი, ისე სხვების უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან. ამ მიმართულებით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
19 დეკემბერს, ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-10 კლასში სამოქალაქო განათლებაში, პედაგოგ არტაშ მკოიანის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ადამიანის უფლებების დაცვა“ განხორციელდა.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია გამართეს, ისაუბრეს ადამიანი უფლებებზე. ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეათეკლასელებმა აღნიშნეს, რომ კარგად იციან საკუთარი უფლებები და მოვალეობები და ცდილობენ თავიანთი ქცევით, სწავლითა და საქმიანობით მათზე დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შეასრულონ.
პროექტის პრეზენტაციამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: