ვარდისუბნის საჯარო სკოლის STEM კლუბის ნორჩი წევრები და მათი მრავალფეროვანი აქტივობები 
20-12-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის STEM კლუბის ნორჩი წევრები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს, ახალ ცოდნასა და გამოცდილებას იძენენ.

კლუბს პედაგოგი ხათუნი ასანიძე ხელმძღვანელობს. 

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა STEM კლუბში გაწევრიანების სურვილი თავად გამოთქვეს და დაიწყეს „ჩხირკედელას პროექტით“ საჩუქრად მიღებული კომპლექტის აქტიური გამოყენება.

პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებმა მოისმინეს კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგის - ხათუნი ასანიძის მომზადებული პრეზენტაცია - თემებზე: STEM​-ის მნიშვნელობა, რატომ STEM, რომელი საგნები შედის ამ მიმართულებაში და „არდუინო“ და მისი შესაძლებლობები.

მოსწავლეებმა თეორიული მასალის მოსმენის შემდეგ, ინტერნეტსივრცეში Arduino-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიძიეს და მომდევნო შეხვედრაზე წარმოადგინეს, შემდეგ კი პრაქტიკულ შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ კომპლექტის ინსტრუმენტებს და მასწავლებელთან ერთად, ლედ ნათურის გამოყენებით, „შუქნიშნის“ დამზადების მეთოდები განიხილეს. 

ხათუნი ასანიძეს მოსწავლეთა შემართება ახარებს. 

„ძალიან გახარებული ვარ. დიდი მონდომება, მიზანდასახულობა და მოტივაცია აქვთ „ჩხირკედელას“ ჩვენს ნორჩ მოსწავლეებს. წარმატებები მათ“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203