გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
20-12-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს - რომა კოჩალიძეს და ნატა ანთაძესა და ნიკა სირაძეს ლეპტოპები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები არიან. 

გომაროს საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ უდიდესი მოტივაციისა და წახალისებისთვის, ასევე დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სკოლის დირექტორსა და კლასის ხელმძღვანელს, მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

„სკოლის ადმინისტრაცია, დიდი სიხარულით და სიამაყით ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას და გვჯერა, რომ ეს ჯილდო იქნება მაგალითი სხვა მოსწავლეებისთვის. ვულოცავ მშობლებს შვილების წარმატებას და მადლობა, უკლებლივ ყველა მასწავლებელს, რომლებმაც სული და გული ჩააქსოვეს ჩვენი მოსწავლეების წარმატებაში. ეს ფოტოები კი სამახსოვროდ დაგვრჩება, წინ წარმატებისაკენ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203