ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კალათბურთში, აჭარის პირველობაზე მე-2 ადგილი დაიკავეს
20-12-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა მრავალმხრივ, მათ შორის, სპორტულ განვითარებაზე ზრუნავს. 

სწორედ ამიტომ, მოსწავლეები ამ მიმართულებით მიმდინარე პროექტებში ხშირად ერთვებიან. ამჯერად, ისინი კალათბურთში აჭარის პირველობაში მონაწილეობდნენ. შეჯიბრი სამი-სამზე ფორმატში გაიმართა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სკოლა ასახელეს. 

მათ საპრიზო - მე-2 ადგილი დაიკავეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. სასკოლო საზოგადოება კი მათი მიღწევით ამაყობს და ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203