
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს ხალისითა და ინტერესით სწავლობენ.
ამაში დიდ როლს თამაშობს საბუნებისმეტყველო კაბინეტი, სადაც ბავშვებიხალისითა და დიდი მონდომებით მუშაობენ.
პედაგოგის შეთავაზებული აქტივობები მრავალფეროვანია - მარშმელოუთი მოლეკულური სტრუქტურის აწყობა, სხეულების მასისა და მოცულობის განსაზღვრა სასწორით და მენზურით, მიკროსკოპით უჯრედების სტრუქტურის დაკვირვება.
მოსწავლეებისთვის პრაქტიკული სამუშაოები სასწავლო-შემეცნებითთან ერთად წარმტაცი და თავშესაქცევია.
იხილეთ ფოტოები: