ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება 
20-12-2023

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. მოსწავლეთა ჩართულობითა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება.

ამჯერად, მე-6 კლასში საინფორმაციო სახის ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება გოჰარ ვარდანიანის ორგანიზებით გაიმართა და სამი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ სიმბოლოებს, დროშებს, გერბებს მიეძღვნა.

ღონისძიებაზე ბავშვებმა წარადგინეს ამ ქვეყნების სამზარეულო, ეროვნული სიმღერები და ცეკვები. მათ შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, კედლის გაზეთი შექმნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობა მოსწავლეთათვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203