
შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
14 დეკემბერს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე - „ნარკოდამოკიდებულების უარყოფით შედეგები“.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მიწვეული სტუმარი თემიდან ბადრი ნაკაშიძე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პრეზენტაცია ჩატარდა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს ვიდეორგოლები ანიმაციის სახით და ნარკოტიკის უარყოფით შედეგებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ცხმორისის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: